ნიგერიაში მენინგიტის ეპიდემიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

ნიგერიაში მენინგიტის ეპიდემიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

1841121
ნიგერიაში მენინგიტის ეპიდემიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

დასავლეთ აფრიკის სახელმწიფო ნიგერიაში, მენინგიტის ეპიდემიის გამო ბოლო მონაცემებით 65 ადამიანი დაიღუპა. ჯიგავის შტატის დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებით, გასული თვიდან მოყოლებული შტატებში მენინგიტის 280 შემთხვევა დაფიქსირდა და ამათგან 65 ადამიანი მენინგიტის დიაგნოზით დაიღუპა. მათივე ინფორმაციით, ეპიდემიის გამო მრავალმა ადამიანმა დაკარგა სმენა. ჯიგავის შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის  ერთ-ერთმა წარმომადგენელმა კი მოსახლეობას მოუწოდა, რომ ვისაც კისრის და თავის ტკივილი აქვს, სასწრაფოდ უნდა მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს.


საკვანძო სიტყვები: #მენინგიტი , #ნიგერია

მსგავსი ინფორმაციები