ბაიდენი და ტრუდო შეთანხმდნენ
ბაიდენი და ტრუდო შეთანხმდნენ
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელების თაობაზე და უკრაინის დახმარების საკითხში შეთანხმდნენ.
თეთრი სახლის წერილობითი განცხადების თანახმად, ბაიდენი და ტრიუდო ლოს-ანჯელესში, „ამერიკის ქვეყნების მე-9 სამიტის“ ფარგლებში პირისპირ შეხვდნენ ერთმანეთს და განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა რეგიონული თანამშრომლობა, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ეპიდემია, მიგრაცია, სასურსათო უსაფრთხოება და რუსეთ-უკრაინის ომი. ამავე ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში, ორი ქვეყნის ლიდერი შეთანხმდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივონ, ხოლო უკრაინისადმი მხარდაჭერა გააგრძელონ. ბაიდენმა და ტრუდომ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ისინი გააგრძელებენ უკრაინის თავდაცვის დახმარებას და ომის შედეგად დაზარალებული მილიონობით უკრაინელის ეკონომიკური და ჰუმანიტარული ძალისხმევის მიმართ მხარდაჭერას.
მეორეს მხრივ, ორი ქვეყნის ლიდერმა ასევე განიხილა „ნულოვანი ნახშირბადის ემისია“, 2050 წლისთვის.
მსგავსი ინფორმაციები
ნიგერიაში 10 წლის წინ ბოკო ჰარამის მიერ გატაცებული 387 ადამიანი გაათავისუფლეს
ნიგერიაში 10 წლის წინ ბოკო ჰარამის მიერ გატაცებული 387 ადამიანი გაათავისუფლეს