გუტიერეში რუსეთ-უკრაინის ომში სამშვიდობო ინიციატივებისთვის თურქეთის „უაღრესად მადლიერია“

გუტიერეში რუსეთ-უკრაინის ომში სამშვიდობო ინიციატივებისთვის თურქეთის „უაღრესად მადლიერია“

1835836
გუტიერეში რუსეთ-უკრაინის ომში სამშვიდობო ინიციატივებისთვის თურქეთის „უაღრესად მადლიერია“

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში სამშვიდობო ინიციატივებისთვის ის თურქეთის „უაღრესად მადლიერია“.

გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა, სტეფან დუჟარიკმა, მადლობა გადაუხადა თურქეთს უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისა და შავ ზღვაში ნაღმების საკითხში ინიციატივების მხარდაჭერისთვის.

„გენერალური მდივანი, შავ ზღვაში სიტუაციის მოგვარების და გენერალური მდივნის ძალისხმევის მხარდაჭერისთვის თურქეთის უაღრესად მადლიერია“. - განაცხადა მან.

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ, განაცხადა, რომ ომის ზონიდან მარცვლეულის გადამზიდავი გემების გამოყვანასა და ამისათვის ოდესის რეგიონში ზღვაში განთავსებული ნაღმების უკრაინის მიერ გაწმენდის საკითხში თურქეთი ცდილობს დაეხმაროს რუსეთსა და უკრაინას შორის ნდობის აღდგენის მცდელობებს.

„გაეროს აქვს წინადადება. ‘შეიქმნას ოთხმხრივი საკონტაქტო ჯგუფი, რომელიც შედგება გაეროს, თურქეთის, რუსეთისა და უკრაინისგან’. ჩვენ პრინციპში ამაზე თანხმობა ვთქვით. ტექნიკურ დონეზე შეხვედრის გამართვის იდეა გაჩნდა. ამ საკითხზე ჯერ კიდევ არ არის სრული შეთანხმება მიღწეული“.- აღნიშნა ჩავუშოღლუმ.



მსგავსი ინფორმაციები