შაჰბაზ შარიფი თურქეთს ეწვევა

შაჰბაზ შარიფი თურქეთს ეწვევა

1835291
შაჰბაზ შარიფი თურქეთს ეწვევა

პაკისტანის 23-ე პრემიერ-მინისტრი შაჰბაზ შარიფი, რომელიც აპრილში საპარლამენტო კენჭისყრით აირჩიეს, 31 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვევა.

მას დედაქალაქ ანკარაში, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით დახვდება. ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შედმეგ ორი ქვეყნის ლიდერი ჯერ პირისპირ შეხვედრას გამართავენ, შემდეგ კი, თურქეთ-პაკისტანის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მე-7 შეხვედრას დაესწრებიან.

შეხვედრაზე, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ყველა ასპექტში დეტალურად იქნება განხილული. ასევე, რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე წლის 24 თებერვლიდან მოყოლებული საომარი მდგომარება და სხვა საკითხები.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც შაჰბაზ შარიფი პაკისტანის პარლამენტის მხრიდან ქვეყნის პრემიერ-მინისტრად იქნა არჩეული, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაურეკა და ამ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #შაჰბაზ შარიფი

მსგავსი ინფორმაციები