აშშ-ს სენატმა უკრაინის დახმარების პაკეტი დაამტკიცა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა დაამტკიცა დახმარების პაკეტი, რომელიც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოითხოვა უკრაინისთვის

1829748
აშშ-ს სენატმა უკრაინის დახმარების პაკეტი დაამტკიცა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა დაამტკიცა დახმარების პაკეტი, რომელიც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოითხოვა უკრაინისთვის და რომელიც წარმომადგენელთა პალატამ 33 მილიარდიდან 40 მილიარდ დოლარამდე გაზარდა.

პაკეტის ოფიციალურად დასამტკიცებლად, რომელიც გენერალურ სესიაზე 86 ხმით 11-ის წინააღმდეგ მიიღეს, ხოლო სამმა სენატრომა თავი შეიკავა, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თანხმობაა საჭირო.

ამავდროულად, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-ს არმიის ინვენტარიდან უკრაინისთვის 100 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების მე-10 პაკეტი დაამტკიცა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში ნათქვამია: „პრეზიდენტის (ჯო ბაიდენის) დავალებით, უკრაინის თავდაცვისთვის აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ინვენტარიდან 100 მილიონ დოლარამდემე მეათე დამატებითი იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდება დავამტკიცე. ამან, 24 თებერვიდან რუსეთის სასტიკი და უმიზეზო შეჭრიდან უკრაინაში, აშშ-ის ჯამური სამხედრო იარაღითა და აღჭურვლობით დახმარება უკრაინისთვის დაახლოებით 3,9 მილიარდ დოლარამდე გაზარდა“.



მსგავსი ინფორმაციები