პუერტო-რიკოში ნავის ჩაძირვის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა

პუერტო-რიკოში ნავის ჩაძირვის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა

1826420
პუერტო-რიკოში ნავის ჩაძირვის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა

პუერტო-რიკოს დასავლეთ სანაპიროზე ემიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად ბოლო მონაცემებით 11 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნავი რომელსაც მიგრანტები ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაჰყავდა, პუერტო-რიკოს დასავლეთ სანაპიროზე ჩაიძირა. შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 31 კი გადარჩა. ამავე ინფორმაციით, ინციდენტის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. აღნიშნულია, რომ შესაძლოა, დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს. გავრცელებული ინფორმაციით, გადარჩენილები ძირითადად დომინიკელები და ჰაიტიელები არიან.



მსგავსი ინფორმაციები