ნაფტალი ბენეტ: „ისრაელს ომი არ სურს მაგრამ ნებისმიერი სცენარისთვის მზად არის“

ნაფტალი ბენეტ: „ისრაელს ომი არ სურს მაგრამ ნებისმიერი სცენარისთვის მზად არის“

1825328
ნაფტალი ბენეტ: „ისრაელს ომი არ სურს მაგრამ ნებისმიერი სცენარისთვის მზად არის“

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას არ სურს ომი, მაგრამ  ნებისმიერი სცენარისთვის მზად არიან. ისრაელის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის წერილობითი განცხადების თანახმად, ბენეტმა თავდაცვის მინისტრ ბენი განცთან ერთად ისრაელის არმიის მიერ ინიცირებული სამხედრო წვრთნები სახელწოდებით „ცეცხლოვანი მანქანები“, რომელიც ერთი თვის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს, შეისწავლა  და წვრთნების შესახებ ინფორმაციები მიიღო.

ბენეტმა აქ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „ისრაელის არმიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გრძელვადიანი წვრთნები სახელწოდებით, „ცეცხლოვანი მანქანები“ ​​გრძელდება. ჩვენ ომის მომხრენი არ ვართ, მაგრამ მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის. მტერმა იცის, რომ თუ კონფლიქტში ჩაგვითრევენ, გადაიხდიან  გაუსაძლისად მძიმე საფასურს“.

ცნობისათვის, ისრაელის არმიამ გუშინ გამოაცხადა, რომ მათ დაიწყეს ყველაზე გრძელვადიანი წვრთნები სახელწოდებით „ცეცხლოვანი მანქანები“, რომელიც ერთი თვე გაგრძელდება.  წვრთნების მიზანია გაზარდონ სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო და კიბერსივრცის თავდაცვის მომზადება.


საკვანძო სიტყვები: #ომი , #ისრაელი , #ნაფტალი ბენეტი

მსგავსი ინფორმაციები