ალექსეი იერხოვი რუსეთ-უკრაინის ომში თურქეთის შუამავლობის როლს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს

ალექსეი იერხოვი რუსეთ-უკრაინის ომში თურქეთის შუამავლობის როლს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს

1823820
ალექსეი იერხოვი რუსეთ-უკრაინის ომში თურქეთის შუამავლობის როლს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს

რუსეთის ელჩი ანკარაში, ალექსეი იერხოვი, რუსეთ-უკრაინის ომში თურქეთის შუამავლობის როლს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. მეორე მსოფლიო ომში, საბჭოთა კავშირის მიერ ნაცისტური გერმანიის დამარცხების 77 წლის იუბილე, რუსეთის საელჩომ დედაქალაქ ანკარაში ‘რუსეთის სახლში’ აღნიშნეს.

ალექსეი იერხოვმა, 9 მაისის გამარჯვების დღის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს, თურქეთ-რუსეთის ურთიერთობებზე  ისაუბრა და განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის წარმატებული მომავლის შენება გრძელდება. მან რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომში, თურქეთის შუამავლის როლის მნიშვნელობაზეც მიუთითა და განაცხადა: „მინდა გულწრფელად გამოვხატო ჩემი მოსაზრება და ავღნიშნო, რომ თურქეთის წვლილს მიმდინარე პროცესში როგორც შუამავლის როლი, ძალზედ მნიშვნელოვანია. ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრა უკრაინელ კოლეგასთან ანტალიაში და თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში გამართულ შეხვედრაზე დასწრება, იმის ნათელი მაგალითია, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თურქეთის შუამავლობას. იმედს გამოვთქვამთ, რომ მოლაპარაკებები უმოკლეს დროში გამოიღებს შედეგს“.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც რუსეთმა, 24 თებერვალს უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო სამხედრო ოპერაციები,  მხარეებს შორის გამართულ ორ შეხვედრას თურქეთმა უმასპინძლა.



მსგავსი ინფორმაციები