რა საკითხები განიხილა ზელენსკიმ, ბლინკენთან და ოსტინთან შეხვედრის დროს?

რა საკითხები განიხილა ზელენსკიმ, ბლინკენთან და ოსტინთან შეხვედრის დროს?

1817527
რა საკითხები განიხილა ზელენსკიმ, ბლინკენთან და ოსტინთან შეხვედრის დროს?

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენისა და თავდაცვის მდივან, ლოიდ ოსტინის უკრაინაში ვიზიტის დროს, განიხილეს თავიანთი ქვეყნის მიმართ დახმარება და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების საკითხები.

ზელენსკიმ სოციალურ ქსელ Telegram-ზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ბლინკენისა და ოსტინის ვიზიტი ამ კრიტიკულ პერიოდში ღირებული და მნიშვნელოვანია უკრაინისთვის.

„ბლინკენთან და ოსტინთან შეხვედრაზე განვიხილეთ თავდაცვის დახმარება, ფინანსური მხარდაჭერა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერება“, განაცხადა ზელენსკიმ.

მან ასევე აშშ-ს დღემდე გაწეული დახმარების და თანადგომისთვის მადლობაც გადაუხადა.



მსგავსი ინფორმაციები