გუტიერესმა პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრა მოითხოვა

ანტონიო გუტიერესმა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა მოითხოვა

1815646
გუტიერესმა პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრა მოითხოვა

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერესმა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა მოითხოვა.

გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა სტეფან დუჟარიკმა ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერესმა წერილი გაუგზავნა გაეროში რუსეთისა და უკრაინის მუდმივ წარმომადგენლობებს.

დუჟარიკის თქმით, გუტიერესმა წერილში განაცხადა, რომ მან მოსთხოვა პუტინს შეხვედროდა მოსკოვში, ხოლო ზელენსკის კიევში, რათა განიხილონ უკრაინაში მშვიდობის დამყარებისთვის გადასადგმელი გადაუდებელი ნაბიჯები.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე შეტევა 24 თებერვალს დაიწყეს.



მსგავსი ინფორმაციები