„რუსეთ-უკრაინის ომის გამო 12 მილიონზე მეტი ადამიანი იძულებით მიგრაციაში წავიდა“

„რუსეთ-უკრაინის ომის გამო 12 მილიონზე მეტი ადამიანი იძულებით მიგრაციაში წავიდა“

1815344
„რუსეთ-უკრაინის ომის გამო 12 მილიონზე მეტი ადამიანი იძულებით მიგრაციაში წავიდა“

რუსეთის მიერ 24 თებერვალს უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის გამო 12 მილიონზე მეტი ადამიანი იძულებით მიგრაციაში წავიდა. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) გენერალურმა დირექტორმა ანტონიო ვიტორინომ, გაეროს უშიშროების საბჭოსთან გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის თავდასხმების გამძაფრებასთან ერთად, ზრდასრულთა და ბავშვთა ფსიქოლოგიური საჭიროებებიც გაიზრდება. მან ასევე აღნიშნა, რომ ქალები და ბავშვები უნდა იყვნენ დაცული ტრეფიკინგისგან, ძალადობისა და სექსუალური შევიწროებისგან. ვიტორინომ იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ უკრაინაში ბავშვების ნახევარზე მეტი დევნილად იქცა რა, მან მოუწოდა ამ ბავშვების მასპინძელ ქვეყნებს, დაეხმარონ მათ ახლობლების იდენტიფიცირებაში და ოჯახებთან და ნათესავებთან გაერთიანებაში.

ლტოლვილების მიმართ დისკრიმინაციის შეწყვეტის მოთხოვნით, ანტონიო ვიტორინომ განაცხადა, რომ დისკრიმინაცია რასის, ეროვნების ან იმიგრანტის სტატუსის მიხედვით მიუღებელია.



მსგავსი ინფორმაციები