პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის ლიდერები ზელენსკისთან შესახვედრად მიემგზავრებიან

პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის ლიდერები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად კიევში მიემგზავრებიან.

1811616

ესტონეთის პრეზიდენტის ალარ კარისის მიერ Twitter-ზე გავრცელებულ პოსტში ჩანს, რომ ლიდერებმა უკრაინის კუთვნილი მატარებლის გარეთ ფოტო გადაიღეს, თუმცა ვიზიტის შესახებ დეტალები არ გავრცელებულა.

კარისმა განცხადებაში აღნიშნა: „ჩვენ ვსტუმრობთ უკრაინას ანჯეი დუდასთან, გიტანას ნაუსედასთან და ეგილს ლევიტსთან ერთად, რათა გამოვხატოთ ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისადმი, ჩვენ შევხვდებით ჩვენს ძვირფას მეგობარ პრეზიდენტ ზელენსკის“.

კარისის გარდა ვიზიტში მონაწილეობენ პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა, ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა და ლატვიის პრეზიდენტი ეგილს ლევიტსი.

მსგავსი ინფორმაციები