ფილიპინებში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ფილიპინებში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

1811057
ფილიპინებში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ფილიპინებში ტროპიკული წვიმების შედეგად გამოწვეული წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა. The New Daily-ის ინფორმაციით, 10-11 აპრილს ლეიტის პროვინციის ქალაქ ბეიბეის 4 სოფელში მომხდარ მეწყერს 22 ადამიანი ემსხვერპლა და 20 ადამიანის ძებნა ამ დრომდე გრძელდება, ხოლო დავაო-დე-ოროსა და დავაოს აღმოსავლეთ რეგიონებში ძლიერი შტორმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობასა და მეწყერს 6 ადამიანი ემსხვერპლა.

ცნობისათვის, ფილიპინებში გასულ კვირაში 200-მდე წყალდიდობის გამო ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში 30 ათასამდე ოჯახი გადაიყვანეს თავშესაფარში.


საკვანძო სიტყვები: #მეწყერი , #წყალდიდობა , #ფილიპინები

მსგავსი ინფორმაციები