ნიგერიაში „ლასას“ ეპიდემიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

ნიგერიაში „ლასას“ ეპიდემიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

1805168
ნიგერიაში „ლასას“ ეპიდემიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

აფრიკის სახელმწიფო ნიგერიაში გავრცელებული ე.წ. „ლასას“ ციებ-ცხელების გამო, სიკვდილიანობა დღითიდღე იზრდება და დაღუპულთა რიცხვმა უკვე 123-ს მიაღწია. ნიგერიის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ მიმდინარე წლის 3 იანვრიდან მოყოლებული 23 პროვინციაში ხსენებული ეპიდემიის 659 შემთხვევა დაფიქსირდა რა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 123-ს მიაღწია. ამავე ინფორმაციით, ამ დროისათვის 395 ადამიანი გადის მკურნალობას შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში.  

ცნობისათვის, ნიგერიის მთავრობამ ადრე გამოაცხადა, რომ ეპიდემიის სამკურნალოდ გამოვლინდა 3 პრეპარატი.


საკვანძო სიტყვები: #ლასას ციებ-ცხელება , #ნიგერია

მსგავსი ინფორმაციები