უკრაინის გენშტაბმა ახალი განცხადება გაავრცელა

„რუსეთის არმიის გაყვანა კიევისა და ჩერნიგოვის რეგიონებიდან, გრძელდება“

1804294
უკრაინის გენშტაბმა ახალი განცხადება გაავრცელა

უკრაინის გენერალური შტაბის ფეისბუქის გვერდზე გაკეთებულ განცხადებაში შეფასებულია უახლესი ვითარება რუსეთ-უკრაინის ომის 34-ე დღეს და მასში აღნიშნულია, რომ რუსეთის არმიის გაყვანა კიევისა და ჩერნიგოვის რეგიონებიდან, გრძელდება. “რუსეთის არმიამ ვერ შეასრულა კიევის ალყაში მოქცევის დავალება და ახლა იგი აგრძელებს კიევისა და ჩერნიგოვის რეგიონებიდან გასვლას. აქედან გაყვანილ ჯარებს რუსეთი, სავარაუდოდ, უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში გადააგზავნის და იქ მოახდენს მათ კონცენტრირებას,“ აღნიშნულია ამ განცხადებაში.

ამასობაში რუსეთის არმიამ, რომელიც აგრძელებს შეტევებს დონეცკის მიმართულებით,  საჰაერო და სარაკეტო თავდასხმები განახორციელა კრემინისა და მარიუპოლის დასახლებებზე, ხოლო უკრაინის თავდაცვითი ძალების პოზიციებს  სტეფანოგორსკის, ორიხოვისა და გულიაიპოლეს დასახლებებთან, საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა. გარდა ამისა, შავი ზღვისა და აზოვის რეგიონებთან ერთად, რუსული არმია ცდილობდა კონტროლი შეენარუნებინა ვოლინსკის, პოლინსკის, სივერსკის, ტავრიჩესკოეს და სლავიანსკის დასახლებებში, ხოლო ამის პარალელურად ყურადღება გაამახვილა როგორც ლუგანსკის რეგიონში მდებარე პოპასნას და რუბიჟენის, ასევე  ქალაქ მარიუპოლის მთლიან ოკუპაციაზე.

უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშუკმა ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სტამბოლში გამართულ შეხვედრებზე, უკრაინულმა მხარემ რუსეთის დელეგაციას გადასცა მოთხოვნა ჰუმანიტარული დერეფნების სავალდებულო და სასწრაფო გახსნის თაობაზე უმსხვილეს ქალაქებში, მარიუპოლში, ხარკოვში, ჩერნიგოვსა და კიევში. მისივე თქმით, ამჟამად ევაკუაციის სამუშაოები ხორციელდება მარიუპოლიდან, ბერდიანსკიდან, მელიტოპოლიდან და ენერგოდარიდან.


საკვანძო სიტყვები: #გენშტაბი , #უკრაინა

მსგავსი ინფორმაციები