ნიდერლანდებმა 17 რუსი დიპლომატი გააძევა

mმათ ბრალი ჯაშუშობაში ედებათ

1803911
ნიდერლანდებმა 17 რუსი დიპლომატი გააძევა

ნიდერლანდებმა ჯაშუშობის ბრალდებით 17 რუსი დიპლომატი გააძევა. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვოპკე ჰოექსტრას მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ  მათ ჯაშუშობის მოტივით გააძევეს რუსი დიპლომატები.

„ნიდერლანდების უსაფრთხოებისა და დაზვერვის სააგენტოდან (AIVD) და სამხედრო დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურიდან (MIVD) მიღებული ინფორმაციის შესაბამისად გავაძევეთ 17 რუსი დაზვერვის ოფიცერი ჩვენს ქვეყანაში რუსეთის წარმომადგენლობიდან, რომლებიც დიპლომატების როლს ასრულებდნენ. ეს ნაბიჯი გადაიდგა სხვა თანამოაზრე ქვეყნებთან კოორდინირებულად. ეს არის ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტში მიღებული გადაწყვეტილება“, - განაცხადა ვოპკე ჰოექსტრამ სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში.



მსგავსი ინფორმაციები