უკრაინის გენერალურმა შტაბმა რუსული არმიის დანაკარგების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა

უკრაინის გენერალურმა შტაბმა, 24 თებერვლიდან 28 მარტამდე, რუსული არმიის დანაკარგების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა

1802973
უკრაინის გენერალურმა შტაბმა რუსული არმიის დანაკარგების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა

გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის არმიამ, რომელმაც ომი გამოუცხადა უკრაინას, დაკარგა 17 ათასი ჯარისკაცი.

უკრაინის გენერალურმა შტაბმა, 24 თებერვლიდან 28 მარტამდე, რუსული არმიის დანაკარგების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

მის მიხედვით, დაიღუპა 17 ათასი ჯარისკაცი რუსული არმიიდან, განადგურდა რუსების კუთვნილი 123 თვითმფრინავი, 127 ვერტმფრენი, 586 ტანკი, 1694 ჯავშანტექნიკა, 302 საარტილერიო სისტემა, 95 სარაკეტო სისტემა და  54 საჰაერო თავდაცვის სისტემა.

განცხადების თანახმად, ომში რუსულმა ძალებმა ასევე დაკარგეს 1150 მანქანა, 7 ხომალდი და მსუბუქი ჩქაროსნული კატარღა, 73 საწვავის მანქანა და 66 უპილოტო საფრენი აპარატი.

რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე შეტევა 24 თებერვალს დაიწყეს.


საკვანძო სიტყვები: #დანაკარგები , #რუსეთი , #უკრაინა

მსგავსი ინფორმაციები