იტალია რუსეთ-უკრაინის კრიზისთან მიმართებაში თურქეთის შუამავლობას სრულ მხარდაჭერას უცხადებს

იტალია რუსეთ-უკრაინის კრიზისთან მიმართებაში თურქეთის შუამავლობას სრულ მხარდაჭერას უცხადებს

1799689
იტალია რუსეთ-უკრაინის კრიზისთან მიმართებაში თურქეთის შუამავლობას სრულ მხარდაჭერას უცხადებს

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ განაცხადა, რომ ისინი სრულად უჭერენ მხარს თურქეთის შუამავლობას რუსეთ-უკრაინის ომში.

დი მაიომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ, იტალიურ პრესასთან შეფასებები გააკეთა აქტუალურ საკითხებზე, განსაკუთრებით რუსეთის მხრიდან 24 თებერვალს უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე.

„ერთი საათის წინ ვესაუბრე ჩემს თურქ კოლეგას, მევლუთ ჩავუშოღლუს. განვიხილეთ, როგორ მიდის მოლაპარაკებები. ჩვენ, როგორც იტალია, სრულად ვუჭერთ მხარს თურქეთის წინსვლას ამ საკითხში. თურქეთი არა მხოლოდ ნატოს მოკავშირეა, არამედ ამ ეტაპზე ის არის მნიშვნელოვანი ქვეყანა დიალოგისთვის, რომელიც მიზნად ისახავს მხარეების სამშვიდობო შეთანხმებას. ახლა, ჩვენ ყველა ვცდილობთ მხარი დავუჭიროთ მათ, ამ ძალისხმევას“, განაცხადა ლუიჯი დი მაიომ.



მსგავსი ინფორმაციები