ავიაკატასტროფა ჩინეთში

თვითმფრინავში 133 ადამიანი იმყოფებოდა

1799074
ავიაკატასტროფა ჩინეთში

გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელშიც 123 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა.

ჩინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია, China Eastern Airlines-ის კუთვნილი, Boeing 737-ი ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც 123 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა, ქალაქ ვუჩოუს მახლობლად, გუანშის რაიონში ჩამოვარდა. ამ დროისათვის მსხვერპლის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება.


საკვანძო სიტყვები: #ავიაკატასტროფა , #ჩინეთი

მსგავსი ინფორმაციები