გენოციდში ბრალდებულს 25 წელი მიუსაჯეს

მუგიმბამ უარყო მისთვის წაყენებული ბრალდებები

1798064
გენოციდში ბრალდებულს 25 წელი მიუსაჯეს

აფრიკის სახელმწიფო რუანდაში, გენოციდის ჩამდენ ჟან ბატისტ მუგიმბას, 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ქვეყნის სასამართლომ, 1994 წლის გენოციდის ერთ-ერთ წამყვან პარტიას, რესპუბლიკური დაცვის კოალიციის (CDR) ყოფილ გენერალურ მდივან მუგიმბას,  გენოციდის გეგმის მომზადებისა და მის განხორციელებაში მონაწილეობისთვის 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ მუგიმბა პირადად მონაწილეობდა ნიაკაბანდას ხოცვა-ჟლეტაში, სამაგიეროდ დადგინდა, რომ იგი მონაწილეობდა ტუტსების წინააღმდეგ ბარიკადების მოწყობაში სხვადასხვა რეგიონში და იყო ხოცვა-ჟლეტის თანაპარტნიორიც. ჟან ბატისტ მუგიმბამ უარყო ბრალდებები მის წინააღმდეგ. მუგიმბა, რუანდის ექსტრემისტული პოლიტიკური პარტიის CDR-ის ყოფილი გენერალური მდივანი და რუანდის ცენტრალური ბანკის ყოფილი თანამშრომელი, ექსტრადირებული იქნა ნიდერლანდებიდან რუანდაში 2016 წელს. როგორც ცნობილია, რუანდაში, 1994 წელს, ჰუტუსებმა დაიწყეს გენოციდი ტუტსების წინააღმდეგ, რომლებსაც ისინი ადანაშაულებდნენ მაშინდელი პრეზიდენტის, იუვენალ ჰაბიარიმანას თვითმფრინავის ჩამოგდებაში. ცნობილია, რომ ამ 100 დღიან ომში 800 000-ზე მეტი ტუტსი დაიღუპა. 

 


საკვანძო სიტყვები: #გენოციდი , #რუანდა

მსგავსი ინფორმაციები