უკრაინა და რუსეთი დანაკარგების შესახებ ინფორმაციებს ავრცელებენ

უკრაინა და რუსეთი საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე დანაკარგების შესახებ ინფორმაციებს ავრცელებენ

1797354
უკრაინა და რუსეთი დანაკარგების შესახებ ინფორმაციებს ავრცელებენ

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების დაწყებიდან (24 თებერვალი) დღემდე, 14 ათასამდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს და ასევე მათი 86 თვითმფრინავი, 108 ვერტმფრენი და 444 ტანკი გაანადგურეს.

უკრაინის შეიარღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 24 თებერვლიდან 17 მარტამდე რუსული არმიის დანაკარგების შესახებ მონაცემები გაავრცელა.

მათი განცხადებით, ამ ხნის განმავლობაში 14 ათასამდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს და  444 ერთეული ტანკის, 1435 ერთეული ჯავშანტექნიკის, 201 ერთეული საარტილერიო სისტემების, 72 ერთეული სარაკეტო სისტემის, 43 ერთეული საჰაერო თავდაცვის სისტემების, 86 ერთეული თვითმფრინავის, 108 ერთეული ვერტმფრენის და 864 ერთეული მანქანის განადგურება შესძლეს.

მეორეს მხრივ მსგავსი განცხადება გაავრცელა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა იგორ კონაშენკოვმა მის ქვეყანასა და უკრაინას შორის მიმდინარე საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით ბოლო მონაცემების შესახებ პრესკონფერენცია გამართა. მისი თქმით, უკრაინაში ბოლო 24 საათის განმავლობაში 46 სამხედრო ინფრასტრუქტურა განადგურდა.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში განადგურდა 46 სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტი. სულ 181 თვითმფრინავი და ვერტმფრენი, 172 უპილოტო საფრენი აპარატი (İHA), 170 მრავალლულიანი სარაკეტო სადგური, 1379 ტანკი და სხვადასხვა ჯავშანტექნიკა, 133 საზენიტო რაკეტა, 514 ჰაუბიცა და 1168 კერძო სამხედრო მანქანა“, განაცხადა იგორ კონაშენკოვმა პრესკონფერენციის დროს.



მსგავსი ინფორმაციები