ბარნსი მოსკოვს არ ენდობა

“რუსეთმა შეიძლება უკრაინაში ქიმიური იარაღი გამოიყენოს“

1793881
ბარნსი მოსკოვს არ ენდობა

აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა უილიამ ბარნსმა განაცხადა, რომ რუსეთი ქიმიურ იარაღს სხვა კონფლიქტებშიც იყენებდა და შესაძლოა უკრაინაშიც გამოიყენოს. იგი სიტყვით გამოვიდა აშშ-ის სენატში გამართულ ფორუმზე სახელწოდებით “მსოფლიო საფრთხეები“, რომელზედაც ძირითადად რუსეთ-უკრაინის ომი და მისი შედეგები იქნა განხილული და მასზე ბერნსმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი უკრაინასთან ომში მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან ეს ომი ისე არ მიმდინარეობს, როგორც მას სურდა. მისივე თქმით, ომის ერთ-ერთი ასპექტი საინფორმაციო ბრძოლაც არის, რომელიც პუტინმა უკვე წააგო. CIA-ს დირექტორმა უპასუხა კითხვას რუსეთის მხრიდან ქიმიური იარაღის უკრაინაში შესაძლო გამოყენებზე და თქვა: "ქიმიური იარაღის გამოყენება არის ერთ-ერთი ტაქტიკა, რომელსაც რუსეთი ზოგჯერ იყენებს. მოსკოვმა ეს  იარაღი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგაც გამოიყენა, ხოლო ამასთან ერთად, მანვე, სულ ცოტა, ხელი შეუწყო ქიმიური იარაღის გამოყენებას სირიაშიც, ამიტომაც ჩვენ სერიოზულად ვუყურებთ ამ საკითხს." ბარნსის თქმითვე,  ქიმიურ იარაღს  რუსეთი ფლობს და არა უკრაინა, ამიტომაც მხოლოდ მისგან ელიან ამ იარაღის გამოყენებას.


საკვანძო სიტყვები: #აშშ , #უკრაინა , #რუსეთი

მსგავსი ინფორმაციები