რუსეთი „უკრაინა ცეცხლის შეწყვეტის პირობებს არ ასრულებს“

რუსეთი „უკრაინა ცეცხლის შეწყვეტის პირობებს არ ასრულებს“

1793036
რუსეთი „უკრაინა ცეცხლის შეწყვეტის პირობებს არ ასრულებს“

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ უკრაინის ქალაქებში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის გამოცხადებული ჰუმანიტარული დახმარების დერეფნების პირობები მათმა არმიამ შეასრულა და ცეცხლი შეწყვიტა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ეროვნული კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა მიხაილ მიზინცევმა, უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის პროცესთან დაკავშირებით დედაქალაქ, მოსკოვში პრესკონფერენცია გამართა. მიზინცევმა განაცხადა, რომ უკრაინაში „ჰუმანიტარული დახმარების მდგომარეობა გაუარესდა“ რა, ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდა ზოგიერთ ქალაქში. მისივე თქმით, ამ რეგიონებში შეიქმნა ჰუმანიტარული დახმარების 13 დერეფანი რა, უკრაინული მხარე არ დაემორჩილა ცეცხლის შეწყვეტას. იმის მტკიცებით, უკრაინული მხარე ევაკუაციის შესახებ არარეალურ მოთხოვნებს აყენებდა. მიხაილ მიზინცევი ამბობს, რომ ევაკუაციის მიზანი მიღწეული არ არის.

მიზინცევმა გააზიარა ინფორმაცია, რომ 24 თებერვლიდან მოყოლებული უკრაინიდან, რუსეთში ევაკუირებულია 179 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 45 ათასი ბავშვი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ინტერვენცია 24 თებერვალს დაიწყო.



მსგავსი ინფორმაციები