ვლადიმერ პუტინ-ნაფტალი ბენეტს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ვლადიმერ პუტინ-ნაფტალი ბენეტს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

1792142
ვლადიმერ პუტინ-ნაფტალი ბენეტს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ნაფტალი ბენეტთან სატელეფონო საუბარი გამართა.

კრემლიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვლადიმერ პუტინ-ნაფტალი ბენეტს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს, რუსეთის მხრიდან უკრაინაში (დონბასის დასაცავად) განხორციელებული ოპერაციები და ბოლო მდგომარეობა  იქნა განხილული. ამავე ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა, ნაფტალი ბენეტს, 7 მარტს ბელარუსიაში, რუსეთის და უკრაინის დელეგაციებს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერი ამ საკითხზე დიალოგის გაგრძელებაზეც შეთანხმდნენ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ინტერვენცია 24 თებერვალს დაიწყო.



მსგავსი ინფორმაციები