პუტინი: „რუსეთის დასაცავად ჩვენ სხვა გზა არ გვქონდა“

პუტინმა, უკრაინაში ოპერაციის დაწყებასთან დაკავშირებით თქვა: „რუსეთის დასაცავად ჩვენ სხვა გზა არ გვქონდა“

1784830
პუტინი: „რუსეთის დასაცავად ჩვენ სხვა გზა არ გვქონდა“

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა, უკრაინაში ოპერაციის დაწყებასთან დაკავშირებით თქვა: „რუსეთის დასაცავად ჩვენ სხვა გზა არ გვქონდა“.

ქვეყანაში მსხვილი კომპანიებისა და საწარმოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე პუტინმა თქვა, რომ რუსეთი კვლავაც იქნება გლობალური ეკონომიკის ნაწილი და დაამატა: „ჩვენ არ ვგეგმავთ ზიანის მიყენებას იმ სისტემისთვის, რომელშიც ჩვენ ვართ. ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაიგონ, რომ არ უნდა გაგვდევნონ სისტემიდან.“

მისი თქმით, სიტუაციის შეცვლის ყველა მცდელობა უშედეგო იყო და რუსეთის დასაცავად სხვა გზა არ ჰქონდათ.

„უსაფრთხოების გარანტიების საკითხზე მილიმეტრით წინ ვერ წავედით“ - თქვა პუტინმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთმა წინასწარ შეაფასა ახალი სანქციების დაწესებასთან დაკავშირებული რისკები და ემზადება შესაძლო შეზღუდვებისთვის.

პუტინის თქმით, „უსაფრთხოების სფეროში ისეთი რისკები შექმნეს, რომ შეუძლებელი იყო ჩვენთვის სხვა საშუალებებით პასუხის გაცემა. მინდა გაგებით მოეკიდოთ მომხდარს და სოლიდარობით იმუშაოთ მთავრობასთან წარმოების, ეკონომიკისა და დასაქმების მხარდაჭერის ინსტრუმენტების ძიებაში."


საკვანძო სიტყვები: #უკრაინა , #რუსეთი

მსგავსი ინფორმაციები