რუსეთმა და ბელარუსმა ერთობლივი წვრთნები დაიწყეს

რუსეთმა და ბელარუსმა ერთობლივი წვრთნები დაიწყეს

1776477
რუსეთმა და ბელარუსმა ერთობლივი წვრთნები დაიწყეს

რუსეთმა და ბელარუსმა „მოკავშირეობის სიმტკიცე 2022“  სახელწოდების სამხედრო წვრთნები დაიწყეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სწავლებაში ბელარუსის შეიარაღებული ძალების ზოგიერთი სამხედრო ნაწილი და რუსეთის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის  ნაწილები მონაწილეობენ. წვრთნებში ასევე ჩართულია „S-400“ სახმელეთო-საჰაერო სარაკეტო სისტემების ორი ბატალიონი და 12 ერთეული რუსული „Su-35“-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი. წვრთნები, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს შორის გასული წლის დეკემბერში მიღწეული შეთანხმების საფუძველზე ხორციელდება, 20 თებერვლამდე გაგრძელდება.


საკვანძო სიტყვები: #წვრთნები , #ბელარუსია , #რუსეთი

მსგავსი ინფორმაციები