ბაიდენმა და მაკრონმა სატელეფონო საუბარი გამართეს

ბაიდენმა და მაკრონმა სატელეფონო საუბარი გამართეს

1776375
ბაიდენმა და მაკრონმა სატელეფონო საუბარი გამართეს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინის კრიზისის ბოლო ვითარება შეაფასეს.

თეთრი სახლიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბაიდენმა და მაკრონმა უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი გამართეს.

სატელეფონო საუბრის დროს ლიდერებმა მტკიცედ აღნიშნეს, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის საზღვარზე სამხედრო ძალების განლაგების საწინააღმდეგოდ, ნატოს მოკავშირეებს შორის მჭიდრო კოორდინაციაა. ორი ქვეყნის ლიდერმა სატელეფონო საუბრის დროს მაკრონის მხრიდან რუსეთსა და უკრაინაში განხორციელებული ვიზიტებიც შეაფასეს.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სანამ აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბარს გამართავდა, რუსეთში თავის კოლეგა, ვლადიმერ პუტინს, ხოლო კიევში ასევე თავის კოლეგა ვლადიმერ ზელენსკის შეხვდა.



მსგავსი ინფორმაციები