პუტინს "ნატო"-ს შესახებ ამერიკიდან უპასუხეს

პუტინს ამჯერად პასუხი თეთრი სახლის პრესსპიკერმა გასცა

1775932
პუტინს "ნატო"-ს შესახებ ამერიკიდან უპასუხეს

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ მათთვის მიუღებელია ისეთი შეფასებები, რომლებშიც ნატოს „თავდაცვით“ ორგანიზაციად, ხოლო რუსეთს კი „აგრესორად“ მოიხსენიებენ. მის ამ განცხადებას პასუხი გასცა თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ და აღნიშნა: “ნატო ყოველთვის იყო და არის თავდაცვითი ორგანიზაცია. სწორედ რუსეთი წარმოადგენს იმ სახელმწიფოს, რომელმაც  უკრაინის საზღვარზე თავი მოუყარა ათიათასობით ჯარისკაცს და არა ნატო. ჩვენ ვაძლიერებთ მხარდაჭერას ჩვენი პარტნიორებისადმი. რუსებს შეუძლიათ და აქვთ უნარი დაძაბულობის დეესკალაციისა და იმედი მაქვს ამას გააკეთებენ.“ თავის ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე თეთრი სახლის პრესსპიკერმა ფსაკიმ უპასუხა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს, რომელმაც ფრანგ კოლეგა ემანუელ მაკრონთან კრემლში  შეხვედრისას გააკრიტიკა აშშ-სა და ნატოს პოლიტიკა. “აშშ-ი და დასავლეთი ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ ნატო არის მშვიდობიანი თავდაცვის ორგანიზაცია და კონტრმაგალითებად მიგვითითებენ ისეთ ქვეყნებზე, როგორებიცაა ერაყი და ლიბია.“ - განაცხადა პუტინმა. ფსაკიმ საპასუხო განცხადებაში აღნიშნა, რომ ნატო მართლაც წარმოადგენს თავდაცვისა და უსაფრთხოების ორგანიზაციას.

პუტინი მოითხოვს, რომ ნატო არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, დაუბრუნდეს 1997 წლის საზღვრებს და არ განათავსოს იარაღი რუსეთის საზღვრებზე, რასაც უგულვებელყოფს აშშ-იც და ნატო-ც. პუტინის თქმით, „ნატოს 2019 წლის სამხედრო სტრატეგიაში რუსეთი დაასახელეს როგორც უსაფრთხოების მთავარი საფრთხე და მტერი.“

პუტინისვე აზრით, ნატომ სამხედრო ინფრასტრუქტურა რუსეთის საზღვარს მიუახლოვა და ნატო და წევრი ქვეყნები ცდილობენ რუსეთს „ჭკუა ასწავლონ“ რუსული შეიარაღებული ძალების სად და როგორ განთავსების საკითხზე. პუტინი ამბობს, რომ რუსეთი არ მიდის ნატოსკენ, მაგრამ ნატო მიდის რუსეთისკენ, ამიტომ არაგონივრულია იმის თქმა, რომ მისი ქვეყანა აგრესიულია.


საკვანძო სიტყვები: #რუსეთი , #ნატო , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები