ადის-აბებაში დასრულდა აფრიკის კავშირის 35-ე სამიტი

მასზე ისრაელის დამკვირვებლის სტატუსი შეჩერებულ იქნა

1774698
ადის-აბებაში დასრულდა აფრიკის კავშირის 35-ე სამიტი

 

 

ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია (ითო) მიესალმა აფრიკის კავშირის სამიტზე ისრაელის დამკვირვებლის სტატუსის შეჩერების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას. ამასთან დაკავშირებით გავრცელებულ წერილობით განცხადებაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება შეესაბამება აფრიკული ქვეყნების ისტორიულ პოზიციას, რომლებიც მხარს ყოველთვის უჭერენ პალესტინის სამართლიან ბრძოლას, ხოლო ამის პარალელურად ეწინააღმდეგებიან პალესტინელი ხალხის მიმართ ისრაელის მხრიდან განხორციელებულ ახალი დასახლებების პოლიტიკას, ოკუპაციას, აპარტეიდს (სისტემური დისკრიმინაცია) და ეთნიკური წმენდის პრაქტიკას. “ისრაელის არმია ოკუპანტი ძალაა, რომელიც არღვევს საერთაშორისო კანონს და გაეროს რეზოლუციებს.“ - ნათქვამია ამ განცხადებაში. ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებაში გამართულ აფრიკის კავშირის 35-ე სამიტზე ითქვა, რომ ისრაელის დამკვირვებლის სტატუსი შეჩერებულია, ხოლო წევრობაზე საბოლოო გადაწყვეტილება, მომავალი წლის სამიტზე განიხილება.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2021 წლის 22 ივლისს გავრცელებულ წერილობით განცხადებაში აღნიშნა, რომ ისრაელი 2002 წლის შემდეგ პირველად მიიღეს აფრიკის კავშირში დამკვირვებელი წევრის სტატუსით, თუმცა ეს გადაწყვეტილება გააპროტესტს ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიცაა სამხრეთ აფრიკა, ნამიბია, ბოტსვანა, ეგვიპტე, ალჟირი, კომორის კუნძულები, ტუნისი, ჯიბუტი, მავრიტანია, ლიბია და არაბთა ლიგა.



მსგავსი ინფორმაციები