ლავროვი: „უკრაინასთან ომი არ გვინდა"

ლავროვი: „უკრაინასთან ომი არ გვინდა"

1769888
ლავროვი: „უკრაინასთან ომი არ გვინდა"

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინასთან ომი არ უნდათ.

„თუ ეს დამოკიდებულია რუსეთზე, მაშინ ომი არ იქნება, ომები არ გვინდა,“ განაცხადა სერგეი ლავროვმა რუსულ რადიოსთან მიცემულ ინტერვიუში. მან, რუსეთ-აშშ-ს შორის დაძაბულობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთ-აშშ-ნატოს შორის უსაფრთხოების საკითხი არის რაციონალური ელემენტები, რომლებიც დაკავშირებულია მეორეხარისხოვან საკითხებთან. ლავროვმა ინტერვიუს დროს ისიც აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შესთავაზა „მორატორიუმი“ ევროპასა და სხვა რეგიონებში საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტების განლაგების შესახებ.

„ჩვენ გვქონდა წინადადებები, რომ წვრთნები ჩატარდეს ორივე მხარის საზღვრებს შორს, სამხედრო თვითმფრინავებსა და გემებს შორის მანძილისა და კონფლიქტის დაძაბულობის შესამცირებლად და ნდობის გაზრდის ღონისძიებების შესახებ. ეს ყველაფერი ბოლო 2-3 წლის განმავლობაში უარყოფილ იქნა. ახლა კი ამ ყველაფრის კონსულტაციებს გვთავაზობენ. ამ საკითხთან დაკავშირებით, რუსეთ-აშშ-ნატოს შორის მოლაპარაკებები არ დასრულებულა. საკითხთან დაკავშირებით, რუსეთ-ამერიკას შორის მოლაპარაკებები რამდენიმე კვირაში განხორციელდება. რაც შეეხება უკრაინასთან ომის საკითხს, თუ ეს დამოკიდებულია რუსეთზე, მაშინ ომი არ იქნება, ჩვენ ომები არ გვინდა,“ განაცხადა ლავროვმა.


საკვანძო სიტყვები: #ომი , #უკრაინა , #სერგეი ლავროვი

მსგავსი ინფორმაციები