პოლონეთმა ბელარუსის საზღვარზე კედლის მშენებლობა დაიწყო

პოლონეთმა ბელარუსის გავლით შესული არალეგალი მიგრანტების რიცხვის გაიზარდის გამო საზღვარზე კედლის მშენებლობა დაიწყო

1768390
პოლონეთმა ბელარუსის საზღვარზე კედლის მშენებლობა დაიწყო

პოლონეთმა ბელარუსის გავლით შესული არალეგალი მიგრანტების რიცხვის გაიზარდის გამო საზღვარზე კედლის მშენებლობა დაიწყო.

186 კილომეტრიანი კედლის მშენებლობა, რომელიც 1,6 მილიარდი ზლოტი (დაახლოებით 350 მილიონი ევრო) დაჯდება, ივნისში უნდა დასრულდეს.

პოლონეთის ხელისუფლებამ, რომელმაც ზაფხულის თვეებიდან არალეგალი მიგრანტების რაოდენობის გაზრდის გამო საზღვარზე კედლის აშენება გადაწყვიტა, საზღვრის დაცვის განყოფილების (Straz Graniczna) სოციალური ქსელის ანგარიშით ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც განაცხადა, რომ მშენებლობა დაიწყო.

აღინიშნა, რომ კედლის სიგრძე, რომლის მსენებლობაც პოლონეთ-ბელარუსის სასაზღვრო ხაზის გასწვრივ 4 სხვადასხვა რეგიონში ერთდროულად დაიწყო, 186 კილომეტრი იქნება.



მსგავსი ინფორმაციები