ბაიდენი ევროპელ ლიდერებს რუსეთ-უკრაინის საკითხზე ესაუბრა

ბაიდენი ევროპელ ლიდერებს რუსეთ-უკრაინის საკითხზე ესაუბრა

1767894
ბაიდენი ევროპელ ლიდერებს რუსეთ-უკრაინის საკითხზე ესაუბრა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ევროპელ ლიდერებს რუსეთ-უკრაინის საზღვარზე ბოლო დროს დაძაბულობის მატებასთან დაკავშირებით ესაუბრა.

თეთრი სახლის წერილობითი განცხადების თანახმად, ბაიდენმა და ევროპელმა ლიდერებმა ვიდეო კონფერენციის საშუალებით გამართულ შეხვედრაზე გამოხატეს მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და გამოთქვეს ღრმა შეშფოთება რუსეთის მიერ უკრაინის საზღვარზე ჯარების განლაგების გამო.

მათ განაცხადეს, რომ რეგიონში მზარდი დაძაბულობის დიპლომატიური გზებით გადაწყვეტა ყველას საერთო სურვილია და ასევე შეაფასეს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გაზრდის შემთხვევაში ნატოს მიერ აღმოსავლეთი ფრთის მხარდაჭერა და რუსეთის მიმართ მკაცრი ეკონომიკური სანქციები.

შეხვედრის დროს ლიდერებმა გაიმეორეს თავიანთი დაპირებები ტრანსატლანტიკურ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ევროკავშირის, ნატოსა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მეშვეობით შეინარჩუნონ მჭიდრო კონტაქტები.

ბაიდენთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი, ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა და ბრიტანეთის პრემიერ -მინისტრი ბორის ჯონსონი.



მსგავსი ინფორმაციები