ბაიდენის მორიგი განცხადება რუსეთის, უკრაინაში შესაძლო  შეჭრაზე

ბაიდენის მორიგი განცხადება რუსეთის, უკრაინაში შესაძლო  შეჭრაზე

1766204
ბაიდენის მორიგი განცხადება რუსეთის, უკრაინაში შესაძლო  შეჭრაზე

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის ნებისმიერი შენაერთის მიერ უკრაინის საზღვრის გადაკვეთა ჩაითვლება „შეჭრად“, რასაც აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მხრიდან საპასუხო ნაბიჯები მოჰყვება.

ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში განმარტა წინა დღეს თავისი სიტყვები უკრაინაში რუსეთის შესაძლო „მცირედი“ შეჭრის თაობაზე. ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გამართული შეხვედრის დროს მათ ნათლად გამოავლინა აშშ-ის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით.

„თუ რეგიონში განლაგებული რუსული ჯარები გადაკვეთენ უკრაინის საზღვარს, ეს არის შეჭრა. ამაში ეჭვი არ არის, რომ თუ პუტინი აირჩევს შეჭრას, რუსეთი გადაიხდის მძიმე საფასურს,“ განაცხადა ბაიდენმა.

მისი  თქმით, შესაძლებელია რუსეთმა, უკრაინაში შეჭრისთვის გასამხედროებული ძალები გამოიყენოს და დაამატა: „რუსი ჯარისკაცები არ ატარებენ ფორმებს ნაცრისფერ ზონებში თავდასხმების დროს. ჩვენც უნდა ვიყოთ მზად ამისთვის,“

ბაიდენმა თეთრ სახლში გამართული პრესკონფერენციის დროს ასევე დასძინა, რომ კიევის ადმინისტრაციას ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს მისი ქვეყნის მხარდაჭერაში.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმა, რომელმაც წინა დღეს გამართა პრესკონფერენცია მისი პრეზიდენტად არჩევის 1 წლის იუბილესთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ რუსეთი „პასუხს აგებს, თუ უკრაინაში შეიჭრება, და ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რას გააკეთებს ის“. მან ასევე დასძინა, რომ თუ ეს „მცირე შეჭრა“ იქნება დასავლეთის ქვეყნებს მოუწევთ მსჯელობა იმაზე, რა უნდა გააკეთონ, ან არ გააკეთონ.


საკვანძო სიტყვები: #უკრაინა , #რუსეთი , #ბაიდენი

მსგავსი ინფორმაციები