ალიასკაზე უჩვეულოდ თბილი ამინდებია

კვირას, თბილმა ტემპერატურამ 19,4 გრადუსს მიაღწია

1754345
ალიასკაზე უჩვეულოდ თბილი ამინდებია

აშშ-ის კუთვნილ კუნძულ ალიასკის სამხრეთით მდებარე კუნძულ კოდიაკზე, თბილი ამინდის რეკორდი დაფიქსირდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ რეგიონში ასეთი კლიმატური ცვლილებები, მეტად სახიფათო ნალექებს გამოიწვევს. ალიასკაზე ტემპერატურამ დღისით პლიუს 15,5 გრადუსს გადააჭარბა, როცა დეკემბერში ჩვეულებრივ უნდა იყოს ძლიერი სიცივე და თოვლი, მაგრამ, მათ ნაცვლად რეგიონი ძლიერმა და გადაუღებელმა წვიმამ მოიცვა. ალიასკას კლიმატის შეფასებისა და პოლიტიკის ცენტრის მეცნიერ-მკვლევარმა რიკ თომანმა თქვა, რომ კოდიაკის კუნძულზე ჰაერის ტემპერატურამ კვირას  19,4 გრადუსს მიაღწია, რაც აქ დეკემბერში ოდესმე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი რეკორდია. მისივე თქმით, ყველაზე სერიოზული შედეგი ადგილობრივი მოსახლეობისათვის არის ალიასკის შიდა რეგიონებში ყინვის და თოვლის ნაცვლად წვიმის ნალექის დიდი რაოდენობა, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს მთელს კუნძულზე.


საკვანძო სიტყვები: #თბილი ამინდი , #ალასკა

მსგავსი ინფორმაციები