დოკუმენტურმა ფილმმა “The Factory” გამოავლინა ფრანგული Lafarge-ს თანამშრომლობა ტერორგანიზაციებთან

დოკუმენტურმა ფილმმა “The Factory” გამოავლინა ფრანგული Lafarge-ს თანამშრომლობა ტერორგანიზაციებთან

1732571
დოკუმენტურმა ფილმმა “The Factory” გამოავლინა ფრანგული Lafarge-ს თანამშრომლობა ტერორგანიზაციებთან

დოკუმენტურმა ფილმმა “The Factory” (ქარხანა), რომელიც მოამზადა TRT World-მა ორი წლის განმავლობაში ნახევარი მილიონი დოკუმენტის ზედმიწევნით შესწავლის შემდეგ; დოკუმენტებითა და მოწმეებით გამოავლინა, რომ ფრანგული Lafarge-ს  ცემენტის ქარხანა თანამშრომლობდა ტერორისტულ ორგანიზაციებთან საფრანგეთის სადაზვერვო ორგანიზაციების კონტროლის ქვეშ და რომ ათობით მილიონი დოლარი DEAŞ-ისა და PKK-ს თაოსნობით ტერორისტულ ორგანიზაციებს გადაურიცხა.

დოკუმენტური ფილმის ნახვა მაყურებელს შეეძლება 3 არხზე, TRT Haber-ზე, TRT World-ზე და TRT Arabi-ზე 12-13 ნოემბერს, პარიზში ტერორისტული ორგანიზაცია DEAŞ-ის მიერ მოწყობილი ერთდროული ტერაქტების მე-6 წლისთავზე.

დოკუმენტურ ფილმში, რომელიც აშუქებს სირიის ომის ერთ-ერთ ბნელ წერტილს,  დეტალურადაა მოთხრობილი ფრანგულ ცემენტის გიგანტს Lafarge-ს ვინ გაადაწყვეტინა სირიაში დარჩენა, საფრანგეთის სადაზვერვო სააგენტოების თანხმობით როგორ გადაერიცხა ევროკავშირის სახსრები DAEŞ-სა და PKK-ს და ფრანგი პოლიტიკოსების და სადაზვერვო სამსახურების მიერ Lafarge-ს სასამართლო და ადმინისტრაციული გამოძიებისგან დასაცავად რა ნაბიჯები იქნა გადადგმული.

ასევე გაირკვევა, თუ როგორ გამოიწვია სირიაში DAEŞ-ის დაფინანსებით დაწყებულმა პროცესმა პარიზის ტერაქტები.

პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატის ხელმძღვანელმა ფაჰრეთინ ალთუნმა ასევე გააზიარა Twitter-ით დოკუმენტური ფილმის სარეკლამო რგოლი და აღნიშნა: "ფრანგული კომპანია, რომელიც აფინანსებს ტერორისტულ ორგანიზაციებს, მილიონობით დოლარი და მის უკან არსებული ბინძური ურთიერთობები... წესრიგი, რომელიც არაფრად აგდებს ადამიანის სიცოცხლეს და ათასობით უდანაშაულო ადამიანი... დოკუმენტური ფილმი, რომელიც შეაშფოთებს მსოფლიოს, 'Factory'  TRT Haber-ზე 12 ნოემბერს გავა."



მსგავსი ინფორმაციები