ლონდონში „ლტოლვილთა საწინააღმდეგო კანონპროექტი“ გააპროტესტეს

ლონდონში „ლტოლვილთა საწინააღმდეგო კანონპროექტი“ გააპროტესტეს

1723047
ლონდონში „ლტოლვილთა საწინააღმდეგო კანონპროექტი“ გააპროტესტეს

 

ინგლისის დედაქალაქ ლონდონში, “ეროვნებისა და საზღვრების შესახებ“ ახალი კანონპროექტი გააპროტესტეს, რომელიც აღიარებულია როგორც „ლტოლვილთა საწინააღმდეგო კანონპროექტი.“ პარლამენტის მოედანზე შეკრებილმა დემონსტრანტებმა მოითხოვეს ამ კანონპროექტის გაუქმება, რომელიც დანაშაულად სცბობს ქვეყანაში  თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით უკანონოდ შემოსვლას. ლორდმა ალფრედ დუბსმაც მხარი დაუჭირა ამ დემონსტრაციას,  რომლის მთავარი სლოგანები იყო: "არავინ არის უკანონო", "გააუქმეთ ლტოლვილთა საწინააღმდეგო კანონპროექტი", "უსაფრთხოების მოთხოვნა არ არის დანაშაული". ჟურნალისტებთან საუბარში დუბსმა თქვა, რომ კანონპროექტი არღვევს ადამიანის უფლებებს, რაც არასწორია და ამიტომ მას უფრო მეტი მხარდაჭერა  უნდა ჰქონდეს საზოგადოებაშიც და პარლამენტშიც. “შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ვსაუბრობთ მრავალი ადამიანის სახელით და როგორც კი კანონი ლორდთა პალატაში მოვა, ვიმედოვნებ, რომ ჩვენ მასზე უარს ვიტყვით, ” განაცხადა დუბსმა და იქვე დაამატა, რომ მსოფლიო საზოგადოებრიობა ერთად უნდა დადგეს და დაიცვას ლტოლვილთა უფლებები.

 



მსგავსი ინფორმაციები