ბორელის ვიზიტი არაბულ სამყაროში

მან თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა საუდის არაბეთთანაც

1714500
ბორელის ვიზიტი არაბულ სამყაროში

საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა  ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთთანაც თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმეს. ბორელმა, თავის Twitter-ის ანგარიშზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ საუდის არაბეთის  საგარეო საქმეთა მინისტრ ფაისალ ბინ ფერჰანთან, ამ ქვეყნის დედაქალაქ რიადში ხელი მოაწერეს თანამშრომლობის შეთანხმებას, რათა ორ მხარეს შორის რეგულარული კონტაქტების გზით განავითარონ ურთიერთობები პოლიტიკის, სოციალურ-ეკონომიკური, უსაფრთხოების და სხვა საკითხებში. მანვე აღნიშნა, რომ ამავე ქვეყანასთან მათ ასევე დაიწყეს პირველი დიალოგი ადამიანის უფლებების განვითარების თაობაზეც და რომ ამ კვირაში უკვე დაინახეს „პოზიტიური დინამიკა პარტნიორობაში“. ბორელი, სპარსეთის ყურის რეგიონში პირველი ტურის ფარგლებში, ჯერ კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ეწვია, შემდეგ კი საუდის არაბეთს.


საკვანძო სიტყვები: #არაბული სამყარო , #ჯოზეფ ბორელი

მსგავსი ინფორმაციები