თალიბანის "საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი" დიპლომატიურ წარმომადგენლებს შეხვდა

თალიბანის "საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი" დიპლომატიურ წარმომადგენლებს შეხვდა

1713424
თალიბანის "საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი" დიპლომატიურ წარმომადგენლებს შეხვდა

ავღანეთში, თალიბანის დროებითი მთავრობის "საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი" ემირჰან მუთაკი,  უცხოური ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას, თალიბანის მთავრობის ვიცე-პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი,  აბდულგანი ბირადერიც ესწრებოდა.  მუთაკიმ შეხვედრაზე თქვა, რომ ისინი კმაყოფილები არიან იმით, რომ ზოგიერთმა ქვეყნებმა არ დახურეს საელჩოები და განაგრძეს დიპლომატიური საქმიანობები რა, ახლა მათი მთავრობის ერთ-ერთი უპირველესი მოვალეობა, უცხოელი წარმომადგენლების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. მუთაკიმ აქვე მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნებს, რომლებმაც ავღანეთში პოლიტიკური ცვლილების შემდეგაც ჰუმანიტარული დახმარება გამოაგზავნეს. "ჩვენ გვინდა გავხსნათ ახალი პოლიტიკური ფურცელი ქვეყანაში ახალი სამთავრობო სისტემის შექმნით და მსოფლიოსთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნებით," განაცხადა მუთაკიმ და დაამატა, რომ მათ სურთ ორმხრივი ინტერესების შესაბამისად, მსოფლიოს ქვეყნებთან პოზიტიური ურთიერთობების დამყარება, ამიტომაც ყველა ქვეყანას, რომლებსაც დაუმთავრებელი პროექტები გააჩნიათ ავღანეთში სთხოვათ,  დაასრულონ ეს პროექტები და რომ თალიბანი მზად არის უზრუნველყოს ამისათვის აუცილებელი დახმარებები. ვიცე-პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა აბდულგანი ბირადერმა კი თქვა: "ჩვენ არავისთან არ გვაქვს პრობლემა, თუ ვინმეს აქვს ჩვენთან პრობლემა, ჩვენ მზად ვართ ეს მოვაგვაროთ მხოლოდ დიალოგის გზით. ჩვენს მთავრობას არ აქვს ისეთი პოლიტიკა, რომელიც ვინმეს ზიანს მიააყენებდეს." ამ შეხვედრას  თურქეთის ელჩი ქაბულში ჯიჰად ერგინაიც ესწრებოდა


საკვანძო სიტყვები: #თალიბანი , #ავღანეთი

მსგავსი ინფორმაციები