ლუკ კოფი: „თურქეთის გავლენა ცენტრალურ აზიაში, კავკასიასა და ავღანეთში იზრდება“

ლუკ კოფი: „თურქეთის გავლენა ცენტრალურ აზიაში, კავკასიასა და ავღანეთში იზრდება“

1708013
ლუკ კოფი: „თურქეთის გავლენა ცენტრალურ აზიაში, კავკასიასა და ავღანეთში იზრდება“

ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორის, ლუკ კოფის შეფასებით, თურქეთის გავლენა ცენტრალურ აზიაში, კავკასიასა და ავღანეთში იზრდება.

ლუკ კოფიმ, გაეროს 76-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტთან  შეფასებისას, ხაზი გაუსვა იმას, რომ თურქეთის გავლენა ბოლო ხუთი-ექვსი წლის განმავლობაში ცენტრალურ აზიაში, კავკასიასა და ავღანეთში საგრძნობლად გაიზარდა და მიუხედავად პოლიტიკურ ურთიერთობაში არსებული სირთულეებისა, გაიზარდა თურქეთთან მოკავშირეობის მსურველთა რიცხვი რა, თურქეთის ნატოში წევრობას, აშშ-სათავისაც დიდი სარგებელი მოაქვს.

კოფიმ ასევე თქვა, რომ ის ელემენტები, რომლებიც აერთიანებს თურქეთსა და აშშ-ს, უფრო მეტია, ვიდრე ისინი, რაც მათ ყოფს.

მან ასევე ავღანეთში, თურქეთის როლზეც ისაუბრა და აღნიშნა: „რაც შეეხება ავღანეთს, თურქეთს შეუძლია შეასრულოს აშშ-სთვის მინიმალური როლი. მას შეუძლია მხარი დაუჭიროს აშშ-ს ინტერესებს თალიბანის წინაშე ან მცირე როლი შეასრულოს მათთან კომუნიკაციაში. ვთქვათ, არის მძევლების მდგომარეობა თუ ჰუმანიტარული დახმარება, თურქეთი ითანამშრომლებს თალიბანთან. მას შეუძლია კოორდინაცია, რადგან მე ვფიქრობ, რომ ყველა მხარე ხედავს თურქეთს, როგორც მიუკერძოებელ შუამავალს ავღანეთში. მე ვფიქრობ, რომ ავღანეთში თურქეთი და თურქეთის დროშა სიმბოლოა ნეიტრალიტეტის. ის განიხილება როგორც შუამავალი და ეს შეიძლება იყოს სარგებლის მომტანი როგორც შეერთებული შტატებისთვის, ასევე ავღანეთის ხალხისთვის.“



მსგავსი ინფორმაციები