აშშ-ში ქარიშხალი "იდას" გამო განგაშია: ათასობით ადამიანი ევაკუირებულია

აშშ-ში ქარიშხალი "იდას" გამო განგაშია: ათასობით ადამიანი ევაკუირებულია

1699498
აშშ-ში ქარიშხალი "იდას" გამო განგაშია: ათასობით ადამიანი ევაკუირებულია

აშშ-ში ქარიშხალი "იდას" გამო განგაშია: ათასობით ადამიანი ევაკუირებულია

ქარიშხალმა „იდა“-მ აშშ-ს სამხრეთ სანაპიროებს მიაღწია. ქარიშხალის გამო, რომლის სიჩქარე საათში 240 კილომეტრს აღწევს, ნიუ ორლეანს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ქარიშხლის დონე, რომელიც შეფასებული იქნა როგორც  "უკიდურესად საშიში", მე-4 კატეგორიამდე გაიზარდა.

ლუიზიანას შტატის სანაპირო რაიონებიდან ათასობით ადამიანი იქნა ევაკუირებული შიდა ნაწილებსა და თავშესაფრებში.

ქარიშხალმა „იდა“-მ მალევე გავლენა იქონია ნიუ-ორლეანზე. შტატის მასშტაბით ერთი მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ქალაქში ძლიერ წვიმდა და ზოგიერთ ადგილზე წყალდიდობა მოხდა.

აშშ -ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ქარიშხალმა „იდა“-მ შეიძლება გამოიწვიოს დიდი ნგრევა, განსაკუთრებით სანაპირო ზონებში. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ შესაძლოა ზოგიერთ წერტილში რამდენიმე კვირა დასჭირდეს ელექტროენერგიის აღდგენას.

აშშ, რომელიც ქარიშხლის წინააღმდეგ ზომების გატარებას ცდილობს, მეორეს მხრივ ტყის ხანძრებს ებრძვის.

კალიფორნიის შტატში, ტყის ხანძრებთან ბრძოლა გრძელდება.

ათასობით მეხანძრე-მაშველი შტატის სამხრეთით მდებარე კლივლენდის ეროვნული ტყის მახლობლად წარმოქმნილი ხანძრების ჩაქრობას ჰაერიდან და ხმელეთიდან ცდილობს.  


საკვანძო სიტყვები: #იდა , #ქარიშხალი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები