პრეზიდენტი ერდოღანი აშრაფ ღანის და იბრაჰიმ რაისს ტელეფონით ესაუბრა

პრეზიდენტი ერდოღანი აშრაფ ღანის და იბრაჰიმ რაისს ტელეფონით ესაუბრა

1689747
პრეზიდენტი ერდოღანი აშრაფ ღანის და იბრაჰიმ რაისს ტელეფონით ესაუბრა

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ ღანის და ირანის ახლად არჩეულ პრეზიდენტ, იბრაჰიმ რაისს ტელეფონით ესაუბრა.

პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერდოღან-ღანის შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს, ავღანეთში არსებული მდგომარეობა იქნა განხილული. სატელეფონო საუბრის დროს პრეზიდენტმა ერდოღანმა დასძინა, რომ ისინი გააგრძელებენ მეგობარი და მოძმე ავღანელი ხალხის გვერდში დგომას, რათა ავღანეთმა მიაღწიოს იმ მშვიდობასა და სტაბილურობას, რასაც ის იმსახურებს.

მეორეს მხრივ, პრეზიდენტმა ერდოღანმა ირანის პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისთან გამართული სატელეფონო საუბრის დროს, თურქეთ-ირანის ურთიერთობები და რეგიონალური საკითხები განიხილეს. ერდოღანმა, რაისს ამ თანამდებობაზე არჩევაც მიულოცა და წარმატებები უსურვა.

ერდოღანმა სატელეფონო საუბრის დროს, ღანის და რაისს თურქეთის სხვადასხვა რეგიონებში გაჩენილი ხანძრების დროს გამოხატული სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა.



მსგავსი ინფორმაციები