ინდოეთში მეხის ჩამოვარდნას ათეულობით მსხვერპლი მოყვა

ინდოეთში მეხის ჩამოვარდნას ათეულობით მსხვერპლი მოყვა

1674017
ინდოეთში მეხის ჩამოვარდნას ათეულობით მსხვერპლი მოყვა

ინდოეთში მეხის ჩამოვარდნის შედეგად სულ მცირე 38 ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაშავდა.

ტრაგიკული შემთხვევა რაჯასტანის და უტარ-პრადეშის შტატებში მოხდა. ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციით დაღუპულებს შორის 11, ამბერის ციხესიმაგრის მახლობლად სურათების გადაღების დროს მეხის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ.

მეორეს მხრივ, ინდოეთის მეტეოროლოგიურმა დეპარტამენტმა გააფრთხილა მოსახლეობა, რომ 13-14 ივლისს უფრო მეტი მეხის ჩამოვარდნას ელიან.

ცნობისათვის, სამხრეთ აზიაში ივნისიდან-სექტემბრამდე პერიოდში მუსონური წვიმები ყოველწლიურად დიდ სტიქიურ უბედურ შემთხვევებს იწვევს. ინდოეთში კი ყოველწლიურად დაახლოებით 2 000 ადამიანი იღუპება მეხის ჩამოვარდნის შედეგად.


საკვანძო სიტყვები: #მეხი , #ინდოეთი

მსგავსი ინფორმაციები