ჯო ბაიდენი: „ავღანეთში აშშ-ს სამხედრო მისია 31 აგვისტოს დასრულდება“

ჯო ბაიდენი: „ავღანეთში აშშ-ს სამხედრო მისია 31 აგვისტოს დასრულდება“

1672535
ჯო ბაიდენი: „ავღანეთში აშშ-ს სამხედრო მისია 31 აგვისტოს დასრულდება“

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნის სამხედრო მისია ავღანეთში 31 აგვისტოს დასრულდება. მან ამის შესახებ  ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის პროცესთან დაკავშირებით თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე გაგანაცხადა.

ბაიდენი ბრიფინგის დროს იმის მტკიცებასაც შეეცადა, რომ ისინი ავღანეთში 11 სექტემბრის თავდასხმების პასუხისმგებლობისთვის და ოსამა ბინ ლადენის გამო შევიდნენ.

„ჩვენი მისია ავღანეთში 31 აგვისტოს დასრულდება. თალიბები სამხედრო თვალსაზრისით ახლა უფრო ძლიერ მდგომარეობაში არიან, ვიდრე  2001 წლიდან. ჩვენ რომ დავრჩენილიყავით, ჩვენს ჯარისკაცებს უფრო მეტი თავდასხმა ექნებოდათ. კიდევ რამდენი ათასი ამერიკელის სიცოცხლით ხართ მზად, გარისკოთ? მე არ გავაგზავნი ამერიკელების კიდევ ერთ თაობას ავღანეთის ომში, ისე რომ სხვა შედეგის მიღწევის გონივრული მოლოდინი არ არსებობს. თქვენ, რომ იყოთ საკითარ ვაჟებს და ქალიშვილებს გააგზავნიდით? ავღანეთში ჩვენი მისია შესრულებულია იმ კუთხით, რომ ჩვენ ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაცია შევძელით და ტერორიზმი არ მომდინარეობს მსოფლიოს ამ ნაწილიდან,“ განაცხადა ჯო ბაიდენმა.



მსგავსი ინფორმაციები