ნიდერლანდების კოლონიური წარსულის გამო ამსტერდამის მუნიციპალიტეტმა ბოდიში მოიხადა

ნიდერლანდების კოლონიური წარსულის გამო ამსტერდამის მუნიციპალიტეტმა ბოდიში მოიხადა

1668702
ნიდერლანდების კოლონიური წარსულის გამო ამსტერდამის მუნიციპალიტეტმა ბოდიში მოიხადა

პირველი ოფიციალური ორგანო, რომელმაც ბოდიში მოიხადა ნიდერლანდების კოლონიური წარსულის გამო, ამსტერდამის მუნიციპალიტეტი გახდა.

მერმა ფემკე ჰალსემამ მონობის ისტორიის ეროვნული მონუმენტის წინ გამართულ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: ”ეს მნიშვნელოვანი დღეა ნიდერლანდებისათვის, რათა თვალი გაუსწოროს მის კოლონიურ ისტორიას.”

აღინიშნა, რომ ქვეყნის სხვა მუნიციპალიტეტებიც შეიძლება გაჰყვეს ამსტერდამის კვალს და ბოდიში მოიხადონ თავიანთი კოლონიური წარსულისთვის.

დღემდე ნიდერლანდების ხელისუფლებას კოლონიალიზმისა და მონებით ვაჭრობის გამო ოფიციალური ბოდიში არ მოუხდია.

დროებითი მთავრობის პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ გასულ წელს ცერემონიალზე განაცხადა, რომ იგი ბოდიშს არ მოიხდის მის ქვეყანაში მონობის ისტორიის გამო და ამის მიზეზად დაასახელა ის, რომ ეს საზოგადოებაში პოლარიზაციას გამოიწვევს.

ბოდიშის და კომპენსაციის ნაცვლად წამოაყენეს წინადადება, რომ 2023 წელი მონებით ვაჭრობის მსხვერპლთა ხსოვნის წლად გამოცხადდეს.



მსგავსი ინფორმაციები