აშშ-მა ირანული საიტები დაბლოკა
აშშ-მა ირანული საიტები დაბლოკა
ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ ირანის სახელმწიფო ტელევიზიის კუთვნილი ვებ-გვერდები, მათ შორის არაბულ და ინგლისურ ენებზე დაბლოკა. აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტიდან გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „დღეს, სასამართლოს განკარგულების თანახმად, შეერთებულმა შტატებმა გათიშა 33 ვებსაიტი, რომელსაც ირანის ისლამური რადიოსა და ტელევიზიის კავშირი (IRTVU) იყენებს და სამი ვებსაიტი, რომელსაც Kata'ib Hizballah (KH) მართავს, აშშ-ის სანქციების დარღვევით.“
დაბლოკილ ვებგვერდებს შორისაა ირანის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ნახევრად ოფიციალური ტელეარხი Press TV და al-Masirah TV, რომელსაც ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტები მართავენ.
გვერდებზე აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროსა და სავაჭრო დეპარტამენტის ლოგოებია გამოსახული.
მსგავსი ინფორმაციები
ნიგერიაში 10 წლის წინ ბოკო ჰარამის მიერ გატაცებული 387 ადამიანი გაათავისუფლეს
ნიგერიაში 10 წლის წინ ბოკო ჰარამის მიერ გატაცებული 387 ადამიანი გაათავისუფლეს