აშშ-ევროკავშირის სამიტი ბრიუსელში

აშშ-ევროკავშირის სამიტი ბრიუსელში

1658605
აშშ-ევროკავშირის სამიტი ბრიუსელში

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს ჩარლ მიშელს და ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლეიენს შეხვდა ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, სადაც ევროკავშირ-აშშ-ს სამიტზე დასასწრებად იმყოფება.

ბაიდენს ევროსაბჭოს შენობის შესასვლელში ერთად დახვდნენ ფონ დერ ლეიენი და მიშელი.

ბაიდენმა აქ სიტყვით გამოსვლისას, აღნიშნა, რომ დიდი შესაძლებლობები არსებობს ევროკავშირთან და ნატო-სთან მუშაობის საკითხში, რის გამოც კმაყოფილება გამოთქა.

”ამერიკა დაბრუნდა”- თქვა ბაიდენმა და დაამატა, რომ რომ ამერიკას სრულიად არასდროს "დაუტოვებია" და "შესანიშნავი" ურთიერთობა აქვთ ევროკავშირთან და ნატოსთან.

ბაიდენმა აშშ – ს წინა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იგულისხმა და დასძინა: ”მე ძალიან განსხვავებული შეხედულებები მაქვს ჩემი წინამორბედისგან.”

მიშელის თქმით, იგი ბედნიერია ბაიდენის ბრიუსელში მასპინძლობით და აღნიშნა: "თქვენ ბრიუსელში დაბრუნდით და ამერიკის შეერთებული შტატები გლობალურ არენაზე დაბრუნდა. ეს შესანიშნავი ამბავია ჩვენი ალიანსისა და მსოფლიოსთვის. მოხარული ვართ, რომ თქვენთან ერთად ვიმუშავებთ გლობალური გამოწვევების საკითხზე."

ევროკავშირის კომისიის პრეზიდენტმა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა, რომ წინა 4 წელი რთული იყო აშშ-ევროკავშირის ურთიერთობებში.

მისივე თქმით, მსოფლიო და ევროპა შეიცვალა და ისინი მოუთმენლად ელიან აშშ – ს ადმინისტრაციასთან მუშაობას.



მსგავსი ინფორმაციები