თეთრი სახლის პრესსპიკერმა ერდოღან-ბაიდენის შეხვედრაზე ისაუბრა

თეთრი სახლის პრესსპიკერმა ერდოღან-ბაიდენის შეხვედრაზე ისაუბრა

1655139
თეთრი სახლის პრესსპიკერმა ერდოღან-ბაიდენის შეხვედრაზე ისაუბრა

პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის შეხვედრის მოახლოებასთან ერთად, ორივე მხრიდან კვლავ გრძელდება ახალი განცხადებების გაკეთება. ”არის სფეროები, სადაც შეგვიძლია ერთად ვიმუშაოთ, ასევე გვაქვს აზრთა სხვადასხვაობა” - თქვა თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ.

ჯენ ფსაკიმ ჟურნალისტების შეკითხვებს თვითმფრინავში უპასუხა, ბაიდენის ვაშინგტონიდან დიდ ბრიტანეთში მგზავრობის დროს.

ერდოღან-ბაიდენის შეხვედრისგან აშშ-ს მოლოდინის შესახებ დასმულ კითხვაზე ფსაკიმ უპასუხა: ”არის სფეროები, სადაც ჩვენ მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ერთად კონსტრუქციული მუშაობა, ასევე გვაქვს მკაცრი აზრთა სხვადასხვაობა.”

ფსაკიმ აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენმა პირველი საზღვარგარეთული ვიზიტის პროგრამაში პრეზიდენტ ერდოღანთან შეხვედრა პრიორიტეტად შეაფასა და ხაზი გაუსვა, რომ შეხვედრა 14 ივნისს (ნატოს სამიტზე ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში) პირისპირი დიპლომატიისთვის შესაძლებლობა იქნება.

მან ასევე დასძინა: "ეჭვგარეშეა, რომ ორი ლიდერი ისაუბრებს რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ -19) და ეკონომიკის ჩათვლით საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ გლობალურ საზოგადოებაზე. პირისპირი შეხვედრის თარიღის მოახლოებასთან ერთად უფრო მეტ დეტალებს გაგაცნობთ.“



მსგავსი ინფორმაციები