ისრაელის თავდასხმები გრძელდება

ისრაელის თავდასხმები გრძელდება

1641571
ისრაელის თავდასხმები გრძელდება

ისრაელის არმიის მხრიდან ღაზას მიმართულებით საჰაერო დარტყმები გრძელდება. მთელი რიგი საჰაერო დარტყმები განხორციელდა ღაზას სხვადასხვა ნაწილში სამოქალაქო სტრუქტურების, სასოფლო-სამეურნეო მიწებისა და უსაფრთხოების პუნქტებზე.

ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა ღაზის დასავლეთში მდებარე „ალ-ანსარის“ სახელწოდების მთავრობის კომპლექსი, უსაფრთხოების ცენტრი და განთავისუფლებული პალესტინელი პატიმრების ოფისი დაბომბეს.  

დაბომბვების შედეგად დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ ისრაელის თავდასხმების, რომელიც 10 მაისს დაიწყო და უკვე დღეებია გრძელდებოდა, ბოლო მონაცემებით მოწამეთა რიცხვი 213-მდე  გაიზარდა, მათ შორის 61 ბავში, 36 ქალია.  დაშავებულთა რაოდენობამ კი 1442-ს გადააჭარბა.



მსგავსი ინფორმაციები