საერთაშორისო ამნისტია: „ისრაელის თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობაზე ომის დანაშაულია“

საერთაშორისო ამნისტია: „ისრაელის თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობაზე ომის დანაშაულია“

1640677
საერთაშორისო ამნისტია: „ისრაელის თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობაზე ომის დანაშაულია“

ორგანიზაცია, „საერთაშორის ამნისტიამ“ განაცხადა, რომ ისინი ღრმად შეშფოთებულნი არიან ღაზაში ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვის გაზრდით და აღნიშნეს, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ პირდაპირი თავდასხმები არის სამხედრო დანაშაულები.

ორგანიზაციამ, ისრაელ-ლაპესტინას შორის მიმდინარე დაპირისპირებასთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია: „ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ ღაზაში დაღუპულთა რაოდენობის ზრდით. საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ უნდა გამოიძიოს ისრაელის თავდასხმა შატიის ლტოლვილთა ბანაკზე, რომელიც შაბათს განხორციელდა და 2 ქალის და 8 ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. ისრაელის მხრიდან სამოქალაქოების მიმართ განხორციელებული პირდაპირი თავდასხმები, არის სამხედრო დანაშაული.“

შეგახსენებთ, რომ ისრაელის თავდასხმების, რომელიც 10 მაისს დაიწყო და უკვე დღეებია გრძელდებოდა, ბოლო მონაცემებით მოწამეთა რიცხვი 192-მდე  გაიზარდა, მათ შორის 58 ბავში, 34 ქალია.  დაშავებულთა რაოდენობამ კი 1235-ს გადააჭარბა.



მსგავსი ინფორმაციები