ხანძარი კოვიდ-19-ის საავადმყოფოში

დაიღუპა 9 პაციენტი

1609050
ხანძარი კოვიდ-19-ის საავადმყოფოში

ინდოეთის მაჰარაშტრას შტატის დედაქალაქ მუმბაიში (ბომბეი) 9 ადამიანი დაიღუპა საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სადაც კოვიდ-19-ით დაინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ. სააგენტოს Bernama-ს ცნობით, მუმბაის პოლიციის უფროსის მოადგილემ, პრაშანტ კადამმა გამოთქვა შეშფოთება, რომ შესაძლოა გადამწვარ საავადმყოფოში ჯერ კიდევ იყვნენ ჩარჩენილი ადამიანები და ამის გამო შეიძლება დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდოს. სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ხანძარი სააადმყოფოში დილის საათებში გაჩნდა და 70-ზე მეტი პაციენტი  მუმბაის სხვა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ამავე ცნობით, ხანძარი საავადმყოფოს ქვედა სართულზე დაიწყო და შემდეგ ზედა სართულებსაც მოედო. ჯერ ჯერობით დაუდგენელია ხანძრის გამომწვევი მიზეზები და მას დაწყებული გამოძიება დაადგენს



მსგავსი ინფორმაციები